Feeds RSS
Feeds RSS

5.2.09

formula

A^{2}= left lline matrix{a # nroot 3(a-5) ## b over a # sqrt{b} } right rline cdot left lline matrix{a # nroot 3(a-5) ## b over a # sqrt{b}} right rline

4.6.08

სულხან-საბა ორბელიანი vs ილია ჭავჭავაძე

სულხან-საბა ორბელიანი ყველა თავისი იგავ-არაკით რაღაცას გვასწავლის. ამის ერთი მაგალითია "ძუნწი და ოქრო". იგავ-არაკის მთავარი მოქმედი გმირია კაცი, რომელმაც "დიდძალი ოქრო მიწასა დაფლა". იგი ყოველ დღე მიდიოდა იმ ადგილას და ნახულობდა ოქროს. ის კაცი არ იყენებდა ამ სიმდიდრეს, მხოლოდ ხარობდა მისით. ჩემი აზრით, ავტორი იმ “მომპარავი” კაცის მოსაზრებებს იზიარებს, რომელიც ოქროს პატრონს ეუბნება, რომ მიწაში დაფლული გამოუყენებელი ოქრო და ქვა ერთი და იგივეა. ამით ავტორს უნდა დაგვანახოს, რომ უაზრობაა სიმდიდრის ქონა, თუ მას შევინახავთ და არ გამოვიყენებთ.

სულხან-საბას იგავში დახასიათებულ კაცს არ ჰგავს ოთარაანთ ქვრივი, მაგრამ ქონების ხარჯვასთან დაკავშირებით მასაც თავისებური ხედვა აქვს. იგი თავის სარჩოს სხვებსაც უნაწილებს, მაგრამ პილპილი რომ არ მოაყაროს არ შეუძლია. ყველას, ვისაც ოთარაანთ ქვრივი ეხმარება, კარგად გამოლანძღავს ხოლმე. თუმცა ამას მათსავე სასიკეთოდ აკეთებს. მას სურს, რომ ცოტა გაანძრიოს ხელი იმ დედაკაცმა, შვილები რომ ნახევრად მშიერი ჰყავს და იმ “მათხოვარამ”, ოთარაანთ ქვრივთან პურის სათხოვნელად რომ მიდის. იგი სიკეთეს არ აკეთებს იმიტომ, რომ მერე სამაგიეროს ელოდოს. იგი არ თვლის საჭიროდ ამ ქმედებების გახმაურებას და ამიტომ ეუბნება მედუქნეს, რომ მათხოვარისა ემართა, როცა მას საქალამნე ტყავი მისცა. ვფიქრობ, რომ ოთარაანთ ქვრივის ამ ხასიათის წარმოჩენით ილიას უნდა გვასწავლოს, რომ საკუთარი ქონების სხვისთვის განაწილება სიკეთეა, ხოლო სიკეთე უანგაროდ უნდა ვაკეთოთ.

ქონებას ღმერთი იმიტომ გვაძლევს, რომ სწორად მოვიხმაროთ, მისი შენახვისას კი შეიძლება იმ მოქმედი გმირის ბედი გავიზიაროთ, რომლის სახესაც სულხან-საბა უარყოფითად გვიხასიათებს. ქონების გამოყენების ერთი გზა ილია ჭავჭავაძემ ოთარაანთ ქვრივის მეშვეობით გვაჩვენა. ჩემი აზრით, პრობლემა ის კი არაა, რომ ოთარაანთ ქვრივი ყველას “თავისებურად წამოულაგებდა”, არამედ ის, რომ არსებობდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც მასთან პურის სათხოვნელად მიდიოდა. ეს კი გამოწვეული იყო მათსავე უმოქმედობითა და ზარმაცობით. განა ვერ ხედავს ოთარაანთ ქვრივი, რომ იმ მრავალშვილიან ქალს “ბარძაყის ოდენა მკლავები” აქვს და მუშაობა შეუძლია, ან იმ მათხოვარს “მუტრუკს ტანზედ” ხელიც აქვს და ფეხიც, რომელთაც პურის შოვნა შეუძლიათ. სწორედ მათ ამოქმედებას ცდილობს ილიას გმირი და ამის გამო ლანძღავდა მათ. რაც შეეხება ოქროს მფლობელი კაცის პრობლემას, ანუ ქონების გამოუყენებლობას, ვფიქრობ, რომ სულხან-საბას პერიოდში ეს მწვავედ იდგა, რადგან სხვა იგავებშიც ახსენებს მას. მიწაში ჩაფლული ოქრო და ქვა, ანუ სიმდიდრე, რომელსაც არ ვიყენებთ და მისი არ ქონა ხომ მართლაც ერთია.

31.5.08

იეზიდიზმი


ეხლა გავიგე ამ რელიგიის სახელწოდება. სკაიპში ერთი ბიჭი მელაპარაკა, იეზიდი ვარო და დამაინტერესა და გამოვიკვლიე. თქვენც მოგაწვდით ჩემ მიერ მოპოვებულ საინტერესო ინფორმაციას.

იეზიდიზმი ქურთული სექტა ყოფილა, რომელსაც სახელწოდება მისი დამაარსებლის - იეზიდისაგან მიუღია. ისლამური დამწერლობა ამ რელიგიას მე-14 საუკუნიდან ახსენებს, მაგრამ ზოგი მეცნიერი ამას მითრაიზმსა და ზოროასტრიზმს უკავშირებს.

იეზიდიზმში იგრძნობა ისლამის დიდი გავლენა. ტანჯვა-წამებას უკავშირდება მისი მრავალი მოწოდება და რიტუალები ცეცხლთან. ლოცვები, რომელიც მზეს უკავშირდება, პირდაპირ ზოროასტრიზმისეულია; სალათისა და მარცვლეულის ჭამაზე ტაბუ - ბაპტიზმიდანაა, ხოლო იმის რწმენა, რომ ქრისტე წინასწარმეტყველია - მანიხეიზმის ზეგავლენაზე მიუთითებს. იეზიდიზმის მიმდევრებს სწამთ უკვდავი სულის - ხიდირის არსებობისა და მას თაყვანს სცემენ. იეზიდური ტაძრების სურნელება მითრაიზმის დამახასიათებელი ნიშანიცაა.

ეზიდიზმის მმართველობა მემკვიდრეობით გადაეცემა. მისი მიმდევრების მომხრეთა რაოდენობა ერაყსა და სირიაში დაახლოებით 60 ათასია, მსოფლიოს მასშტაბით კი სულ 200 000 გამოდის. ისტორიულად, იეზიდები არ აიძულებდნენ ხალხს გადასულიყვნენ თავის რჯულზე, მაგრამ მაინც გადაიბირეს მრავალი ქრისტიანი, მუსლიმი და იუდაიზმის მიმდევარი. ბოლო წლებში არაბეთის მთავრობამ ბევრჯერ სცადა იეზიდების გაძევება (მათ შორის სცადა მათი ჯგუფებად დაყოფა, მიმდევარი ქურთები დაქსაქსვა) და მათი რიცხვი ნელ-ნელა კლებულობს.

ადამიანი უნდა დაიბადოს იეზიდად და სარწმუნოების შეცვლა არ შეიძლება.

იეზიდები ლოცულობენ, გალობენ და მღერიან ქურთულ ენაზე. მათი რელიგია კრძალავს თევზისა და ქურციკის ხორცის ჭამას. ასევე აკრძალული აქვთ მუქი ლურჯი ტანსაცმლის ტარება და ქორწინება სხვა რელიგიის მიმდევართან.

ისინი თაყვანს სცემენ ანგელოზებს
(მალეკი არაბული სიტყვაა და ნიშნავს ანგელოზს). მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მალეკ ტაუსი ანუ ანგელოზი-ფარშევანგი, ასევე ცნობილი, როგორც ლუციფერი. ლუციფერი სხვადასხვა როლს თამაშობს იეზიდიზმში. იგი არის მთავარანგელოზების უფროსი და მატერიალური სამყაროს შემქმნელი. იეზიდურ წარმოდგენებში ლუციფერი არაა დაცემული ანგელოზი ან სატანა, ან კიდევ ღმერთის მტერი. იეზიდურ კოსმოლოგიაში, უნივერსალურმა სულმა შექმნა მარგალიტის მარცვალი, რომელიც გატყდა ოთხი ათასი წლის შემდეგ. მელეკი ანუ ლუციფერი იყენებდა მარგალიტის ნარჩენებს მატერიალური სამყაროს შექმნისათვის. ამის შემდეგ სულმა დანარჩენი ანგელოზები შექმნა. იეზიდური თეოლოგია ამტკიცებს, რომ ლუციფერს მიეტევა თავისი ცოდვები და ისინი, ვინც მას სცემს თაყვანს, კაცობრიობის სულიერი რჩეულები არიან. მათ აკრძალული აქვთ ლუციფერის, როგორც სატანის მოხსენიება.

იეზიდებს სწამთ, რომ დრო დაყოფილია 6 ეპოქად და თითოეულ ეპოქას ჰყავს თავისი მთავარანგელოზი. პირველი ეპოქის დროს შეიქმნა მატერიალური სამყარო და კაცობრიობა. იეზიდური ისტორია კაცის შექმნის შესახებ ჰგავს ქრისტიანულ ადამისა და ევას ისტორიას, მხოლოდ იქ მალეკი წარმოდგენილია, როგორც ბრძენი მასწავლებელი და არა შემაცდენელი.


იეზიდების მთავარ დღესასწაულს ჰქვია ჯემი. ჯემის დროს ფარშევანგის ხატი, რომელიც წარმოადგენს მალეკ ტაუსს, მორწმუნეებისათვის წარმოდგენილია დღესასწაულის 7 დღის განმავლობაში. ეს ემთხვევა ზოროასტრიზმის დღესასწაულს.
იეზიდები კიდევ აღნიშნავენ ნორუზს - ზოროასტრულ ახალ წელს, ამ დროს აღნიშნავენ ასტროლოგიური წლის დასაწყისს.

იეზიდების ყველაზე გავრცელებული სიმბოლოა ფარშევანგი, ძირითადად ბრინჯაოს ხატის სახით, რომელიც მოთავსებულია სამლოცველოების ცენტრში. ფარშევანგი ლუციფერის სიმბოლოა.